Only Lovers left alive
დილით ლონდონის პარკში ღია ტრენაჟორებზე ერთი ბებო ვარჯიშობს ხოლმე. ეტყობა სადღაც აქვე მუშაობს და სანამ სამსახურში წავა გზად პარკში შემოივლის. ისეთი მონდომებით ვარჯიშობს, რომ სხვა გამვლელი ბებოებიც უერთდებიან, რომლებსაც ასაკის გამო რცხვენიათ ვარჯიში. პატარა ბავშვებივით უხარიათ და ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ეს ბოლო დროა მოხუცების სერიას ვაკეთებ და განსაკუთრებით ვაკვირდები ხანში შესულ ადამიანებს.
საქართველოში თუ მოხუცდი ნიშნავს, რომ შენთვის ყველაფერი დამთავრდა, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებიც ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ ხანში შესული ადამიანების აქტივობაზე, თუმცა ამის გარეშეც, მოხუცებსაც რცხვენიათ თავიანთი არსებობა. ესეთი აქტიური მოხუცები ძალიან გვჭირდება, ჭრელი ტანსაცმლით რომ დადიან, ვარჯიშობენ, თავს უვლიან და მომავალში მარტო სიკვდილს არ ხედავენ.
მოკლედ, ცოცხალი მოხუცები გვჭირდება.
GagoshKünstler
Kommentar von das am
Kommentar von q am
asdfasdfasdf
top